პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის და ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ამოეწურა. კობა გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოების ფართო წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა
02/03/2016