გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენციების განსაზღვრას ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 74 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტით შეთავაზებულ ნორმებსა და ახალ რეგულაციებზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
22/02/2023