პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს

22/09/2022

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 104 ხმით, ერთხმად მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება. ​ცვლილების თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია.
​პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. ​პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0