დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ. დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან
07/02/2024