პარლამენტის წევრებისთვის დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება

29/12/2022

პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. აღნიშნულ საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე უყარეს კენჭი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომების თუ სხვა საპარლამენტო ღონისძიებების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, დეპუტატებს მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 80 000 ლარი დაექვითათ. მისივე თქმით, დაქვითული თანხის 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით 60 000 ლარია. საპარლამენტო ღონისძიებების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრებს ანაზღაურებიდან ხელფასის 10 % ექვითებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0