პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს არსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და UNDP-ის შორის მიმდინარე თანამშრომლობა და დეტალურად ისაუბრეს UNDP-ის და მომავალი საპარლამენტო პროექტის პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები და საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი. UNDP-ის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს
08/04/2023