პარლამენტის თავმჯდომარე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

05/09/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტთან მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის სტრატეგიული მიზნებია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა, პარლამენტის როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის და ორგანიზაციის გაძლიერება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე. მხარეებმა თანამშრომლობის საერთო ინტერესების სფეროები განიხილეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფას და პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0