პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება

21/06/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში ირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0