პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

20/10/2017

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა კომიტეტის საქმიანობის სტრატეგიულ მიზნებს, რაც ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად განხორციელებას, საპარლამენტო დიპლომატიის გზით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოიცავს. მისი თქმით, ეს არის კონსულტაციების შედეგად შემუშავებული და შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც ყველა ის ძირითადი მიმართულებებია ასახული, რაზეც მომდევნო პერიოდში მუშაობაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0