პაპუნა მარგველიძემ, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

16/03/2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახლისათვის სახურავი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. ️️რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, მოადგილე- ლევან ზალკალიანთან, რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილესთან- იალია კენჭაძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახს სახლისათვის სახურავი ბიზნესმენ- ზურაბ სამსონაძის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით გადასცეს. გარდა ამისა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ოჯახს გაეწია ფულადი დახმარება 5 000 ლარის ოდენობით. 27 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში- ენგუში ლიპარტელიანის 8 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0