პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე–8 სეზონი დაიხურა

12/08/2016

ოთხკვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სამუშაოებს (არქეოლოგიურ გათხრებს), ასევე თეორიულ ნაწილს ლექციების სახით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ლექციებს კითხულობენ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების პროფესორები ციურიხიდან, ჩრდილოეთ ტექსასიდან, კიოტოს, ჰარვარდის, მინესოტას და ფლორენციის უნივერსიტეტებიდან, ადამიანის პალეოეკოლოგიისა და სოციალური ევოლუციის კატალონიის ინსტიტუტიდან.
წელს, საველე სკოლის კურსი გაიარეს სტუდენტებმა ყველა კონტინენტიდან (იაპონია; აშშ; ავსტრალია; ბრაზილია; ბრიტანეთი; ეთიოპია; საქართველო).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0