პარლამენტმა მუხლობრივად იმსჯელა და მეორე მოსმენით „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი ერთხმად, 80 ხმით დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე. ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული გარემოებებიდან ერთ-ერთი.
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება
07/06/2022