ოფროუდში საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა

22/08/2016

ფიჭვნარის დასახლებაში სასტუმრო „აიეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფროუდ თრაიალში საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში ქართველ ავტომრბოლელებთან ერთდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპორტული ეკიპაჟები მონაწილეობდნენ.
ქობულეთში სპორტული შეჯიბრება საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0