ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

09/07/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელების ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეწყობა სველი წერტილები. აღნიშნულ სკოლებში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. მათი განმარტებით, სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას. ოსიაურისა და ხცისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ჯამში 98 500 ლარს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0