ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

13/03/2023

„2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე. მინისტრმა სასოფლო-სამურნეო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზრდის დინამიკა ორივე მიმართულებით ნარჩუნდება.

„ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე მზარდი მაჩვენებლებია 9 თვის მონაცემებით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა). სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0