ორი ქვეყნის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა

02/05/2022

საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც ორი ქვეყნის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა.
საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით.
2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის განცხდებით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით.
2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, რომლის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0