ოპოზიციაში მყოფი მინისტრი გაართულებს მთავრობის მუშაობას

11/05/2016

“ერთი რამ ცხადია, რომ ოპონირების რეჟიმში მყოფი მინისტრი შეუთავსებელია მთავრობის საქმიანობასთან. ყოველთვის გაართულებს გადაწყვეტილებების მიღებას, თუ ეს რეალობა დადგა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, “რესპუბლიკელი” მინისტრები ჩვეულებრივად ინარჩუნებენ თანამდებობებს, თუმცა, თუ ისინი საარცევნო სიაში იქნებიან ისევე, როგორც მმართველი გუნდის მინისტრები, ვალდებულნი იქნებიან, დატოვონ თანამდებობები.

“დღეს მოცემულობა იმგვარია, რომ მინისტრები ყველა და მათ შორის “რესპუბლიკური” პარტიიდან დანიშინული ლიდერები, საქმიანობენ. ჩვეულებრივ ასრულებენ თავის მოვალეობებს. შესაბამისად, ამ მოცემულობით მე ვერ ვხედავ ამის წინაპრობას. არც პრემიერია ამგვარად განწყობილი, არც თავად მინისტრები გამოხატავენ პოზციას გადადგომის თაობაზე. თუ საპარლამენტო სიაში აღმოჩნდებიან მოქმედი მინისტრები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ხელისუფლებიდან თუ სხვა პარტიიდან და ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში კანონი ითხოვს, რომ დატოვონ თანამდებობა. კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია”,- განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0