ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად ონში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ფორუმზე მოადგილეებთან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- გიორგი მაქარაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას რეგიონის საინვესტიციო გარემოს განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. ამბროლაურის, ონის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა კი წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით. ფორუმი ჩატარდა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.ღონისძიებამ წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში და შექმნა დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვისა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტომას მიულმანმა და სამხრეთ კორეაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მეულიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი- დავით საგანელიძე.
ონში საინვესტიციო-სამეწარმეო ფორუმი გაიმართა
18/06/2021