სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. გუბერნატორმა ონის მედიათეკის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასრულებულ სახეს უახლოეს პერიოდში მიიღებს.მედიათეკის შენობაში საწყის ეტაპზე სამხატვრო და სამუსიკო სკოლები განთავსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 896 565 ლარს შეადგენს.
ონში მედიათეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
12/09/2017