პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ონლაინ-კაზინოების შეზღუდვის აუცილებლობას ხედავს. როგორც ტყემალაძემ განაცხადა, მისი პირადი აზრია, რომ ონლაინ-კაზინოები უნდა შეიზღუდოს.
“მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველანაირ კაზინოს სიამოვნებით შევზღუდავდი და ავკრძალავდი. რამდენადაც ვიცი, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს ამზადებენ და პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას შემოიტანან. თუკი იქნება იურიდიულად დასაბუთებული პოზიცია, რაც ხელს არ შეუშლის და არ მოვა წინააღმდეგობაში რაიმე კანონმდებლობასთან, კონსტიტუციასთან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ტყემალაძემ.