ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე რიონისა და მისი შენაკადების მოდიდება. მდინარე რიონმა გადმოლახა ნაპირები და დატბორა ქალაქ ონში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი, ხოლო სოფელ ღარში მდინარე ღარულაზე დაზიანდა შიდა სასოფლო ხიდი. სტიქიის კერები მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჯანიძემ, გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ჯაფარიძემ შესაბამის ზარალის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად
ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია
21/06/2017