ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სახის სამუშაოები მერის პირად კონტროლზეა აყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 10 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში – ნუგზარ გამყრელიძემ სოფელ ხირხონისთან მიმდინარე სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მოინახულეს. ადგილზე გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევებისა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, კერძოდ: დაზიანებულია სასმელი წყლის ნაგებობა, მეწარმის მიერ გაკეთებული ალტერნატიული წყალი სასმელად უვარგისია, ადგილზე გაჩეხილია საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე-ტყე, დაზიანებულია გზა და გააქტურებულია მეწყრული პროცესები. ლიცენზია თაბაშირის მოპოვებაზე 2016 წელს არის გაცემული. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელების საკითხი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სახის სამუშაოები მერის პირად კონტროლზეა აყვანილი
10/06/2018