ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს შეხვდა

02/11/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ვაჰბას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სარწყავი სისტემების განვითარების, მიწის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ოთარ შამუგიამ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მსოფლიო ბანკის გუნდს მადლობა გადაუხადა. სამეჰ ვაჰბას განცხადებით, მსოფლიო ბანკისთვის საქართველო საიმედო პარტნიორია და აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0