გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს. პიტერ ვიბლერი საქართველოში საკუთარ მისიას მიმდინარე წელს ასრულებს. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სურსათის ეროვნული სააგენტო National Food Agency-ს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, USAID – US Agency for International Development განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა
27/06/2022