ოთარ შამუგიამ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართა

05/08/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე პროექტების ანგარიშს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამომავლო გეგმები, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების და 2023 წლის საპროგნოზო ბიუჯეტის საკითხები.
ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების მოძიება-იდენტიფიცირება-აღდგენა-კონსერვაციის, ცოცხალი კოლექციების, დნმ კვლევების, გენბანკის, სანაშენე ბირთვების შექმნის, ყურძნისა და სხვ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების, ნიადაგის ნაყოფიერების, ბიოაგროწარმოების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, ვეტერინარიის, ეკო-ფიზიოლოგიის, აგროსაინჟინრო, თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის მიზნით და სხვა ხორციელდება.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევების როლი და მიღებული თეორიული შედეგები მნიშვნელოვანია ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მიღებული შედეგების გაზიარება და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0