ოთარ შამუგიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

18/07/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. მიმდინარე წლის 18 ივლისიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვასილ გედევანიშვილი უხელმძღვანელებს. ვასილ გედევანიშვილი საერთაშორისო სამართლის იურისტია და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან დღემდე, ვასილ გედევანიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის პოზიციას იკავებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენას სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0