ოთარ დანელია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

20/09/2019

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე აგრარულ სექტორში დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.

„გაერო-ს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრის მონაწილეებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0