ოთარ დანელიამ და კატერინა მატერნოვამ კოოპერატივები დაათვალიერეს

17/07/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვასთან ერთად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „საწური“, „ნატურგიფტი“ და „ლურჯა 2015“ დაათვალიერა და აჭარის აგროსერვის ცენტრის მუშაობას გაეცნო.
აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული დახმარება მთლიანობაში 180 მლნ ევროს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „საწური“ 4 ფერმერია გაერთიანებული. მათ საკუთარი ვენახები აქვთ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში. კოოპერატივს „საწური“ ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ღვინის წარმოებისა და ბოთლებში ჩამოსხმისათვის აუცილებელი დანადგარები, უჟანგავი ლითონის ავზები და ჭურები გადაეცათ; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „ნატურგიფტი“ 7 მეფუტკრეა გაერთიანებული და სასაქონლო თაფლის ცვილისა და დინდგელის წარმობის გარდა, დედაფუტკარი გამოჰყავთ სერიულად. კოოპერტივს ENPARD აჭარას საგრანტო პროექტის ფარგლებში ხელოვნური ფიჭის დამამზადებელი დანადგარი გადაეცა. ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ლურჯა-2015“ კუთვნილ ნაკვეთებზე უახლესი ტექნოლოგიის წვეთოვანი მორწყვის სიტემა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებია დამონტაჟებული. პროექტის ფარგლებში პლანტაციების გასაშენებლად კოოპერატივს მარწყვისა და ჟოლოს ნერგებიც გადაეცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი და ევროკავშირის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივების წევრებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0