ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში „Check in Georgia“-ს ფარგლებში, პოპულარული ქართული ჯგუფების Loudspeakers-ისა და Reggaeon-ის კონცერტი გაიმართა.
„Check in Georgia“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასა და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კონცერტს ოზურგეთის მაცხოვრებლებთან ერთად მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოზურგეთში „Check in Georgia“-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
27/06/2016