ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო.

31/08/2021

ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მოწყობისთვის, რამდენიმე ქუჩაზე საჭირო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლები სტაბილური წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0