ოზურგეთში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა. პროქტი ევროკავშირის დაფინანსებით და საზოგადოებრივი კავშირის “ქველი საქმის” ინიციატივით, პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი პრობაციონერების დასაქმების და თვითრეალიზების ხელშეწყობა გახლავთ. საწარმო „რედოში“ დასაქმებულები ტროტუარების ფილებს და მოსაპირკეთებელ მასალებს დაამზადებენ. პირველ ეტაპზე სულ 4 პრობაციონერი დასაქმდება. საწარმო გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ეკა დათუაშვილმა და საწარმოს ხელმძღვანელმა ცოტნე საჯაიამ გახსნეს. ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ოზურგეთში სოციალური საწარმო გაიხსნა
11/06/2019