23-28 ივნისის ჩათვლით გურია სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ფინალურ დასკვნით თამაშებს მასპინძლობდა. დღეს ოზურგეთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები დასრულდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან ახალგაზრდები, ხუთი დღის განმავლობაში სპორტის შვიდ სახეობაში ეჯიბრებოდნენ (კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი, ფრენბურთი, ხელბურთი და ბადმინტონი). გამოვლინდა ის გუნდები, რომლებიც 2020 წელს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა, გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ოზურგეთის საკრებულოს თვამჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ფედერაცია უკვე მე-5 წელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს.
ოზურგეთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები დასრულდა
27/06/2019