ოზურგეთში ,,საბავშვო ქუჩის ფეხბურთის” ტურნირი გაიმართა

10/06/2016

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს ქალაქ ოზურგეთის სპორტის სასახლეში, ,, საბავშვო ქუჩის ფეხბურთის” ტურნირი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში გოგონათა შორის ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სკოლის გუნდები შეხვდნენ. ხოლო ვაჟთა შორის ერთმანეთს, მეოთხე საჯარო სკოლისა და სოფელ მერიის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალში გასული გუნდები მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვდნენ. ანალოგიური ტურნირი სპორტის სასახლეში ხვალ 11 ივნისს, ქუჩის კალათბურთში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0