ოზურგეთში, “მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი” გაიმართა

04/10/2019

ოზურგეთში, სასტუმრო “სემი“-ს საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50-ზე მეტი მეწარმე ქალის მონაწილეობით, “მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი” გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან, გია ებრალიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფორუმში მონაწილეობდნენ ქალ მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამების წარმომადგენლები სააგენტო “აწარმოე საქართველოდან, “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან“, UNDP-ის პროექტიდან – “რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“, ასევე, საქართველოს ფერმერთა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციებიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0