ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

22/07/2022

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს. პროექტები, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0