ოზურგეთში, დაბა ნარუჯის ცენტრალური გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

20/08/2019

ოზურგეთში, დაბა ნარუჯის ცენტრალური გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებსაც გაესაუბრნენ და სხვადასხვა საჭიროების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. როგორც ნარუჯელებმა აღნიშნეს, ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაბისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ანასეულის დასახლებიდან დაბა ნარუჯის გავლით, დაბა ლაითურის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 7 280 მ. ასფალტბეტონით საფარის მოწყობას, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა და მას შპს “გზამშენი18“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0