ოზურგეთში ანსამბლ „რეხეეულის“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა

13/06/2019

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლ „რეხეეულის“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა. „რეხეულმა“ მაყურებელს თავისი 12 წლიანი მუშაობის შედეგი გააცნო. სცენაზე „რეხეულის“ რამდენიმე თაობა ჰარმონიულად ენაცვლებოდა ერთმანეთს. პატარა ბარბარე სოსელიამ თავის მასწავლებელ, ფოტინე გორდელაძესთან ერთად, ავქსენტი მეგრელიძის „ნანა“ შეასრულა, რომლის ნამღერმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. „რეხეულმა“ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი რეპერტუარი წარუდგინა. გურულ ფოლკლორს ქალაქური ჟანრის სიმღერები ენაცვლებოდა, კონცერტის დასასრულს გოგონებმა აფრიკული რიტმული სიმღერა შეასრულეს, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კონცერტი ჯანო კახიძის „შერეკილების“ კომპოზიციით დასრულდა. ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ანსამბლი „რეხეული“ 12 წელია ფუნქციონირებს. ანსამბლის ხელმძღვანელი ფოტინე გორდელაძე გახლავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0