ოზურგეთს სანიტარული პირობების გაუმჯობესებისთვის იაპონიის საელჩოსგან გრანტი გამოეყოფა

12/03/2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 60 ათას აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ დააფინანსოს. გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი შეიძენს ერთ მცირეგაბარიტიან ნაგავმზიდს და 20 ერთეულ სანაგვე ურნას. თანხა ასევე მოხმარდება სააუდიტორო მომსახურებას და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს. პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით შეძენილი ნაგავმზიდი, ტურისტული სეზონის პერიოდში, ნარჩენების შეგროვებას მოახდენს დღეში სამჯერ, ხოლო სხვა დროს – დღეში ერთხელ. პროექტი ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სანიტარული ვითარების გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0