პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გაიმართა ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების კონცერტი.
პრეზიდენტმა ცენტრის საქმიანობას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის უდიდესი დატვირთვის მატარებელია.
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტი გაიმართა
15/01/2020