ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა. მოთხრილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები, სახურავი ნაწილიბრივ გადაძვრა ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას. ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ქალაქიც რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები: ბესიკის, იაკობ შემოქმედელის, წულუკიძის და აღმაშენებლის ქუჩებზე. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა
02/04/2018