ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა

07/01/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო «ალილო» გაიმართა. მსვლელობას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. «ალილოზე» შეგროვებული შესაწირი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0