ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარუჯა-ლაითურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

01/08/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარუჯა-ლაითურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ანასეულის დასახლებიდან დაბა ნარუჯის გავლით, დაბა ლაითურის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 7 280 მ. ასფალტბეტონით საფარის მოწყობას, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს დღეს გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია გაეცნო.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება და ადგილობრივებს გადაადგილება კომფორტული გზით შეეძლებათ. სამუშაოებს შპს “გზამშენი18“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3, 777, 936 ლარით დაფინანსდა” – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0