ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 838 000 ლარის ზარალი მიაყენა

12/07/2016

2016 წლის 8 ივლისს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად სოფლებში: სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში დაზიანდა გზები და დაინგრა საავტომობილო ხიდები (ჯუმათში 2, გურიანთაში 1 და სილაურში 1 სახიდე გადასასვლელი). უხვმა დინებამ სოფელ მელექედურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა და საყანე ფართობები წაიღო.
ზარალის ოდენობა 838 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0