დღეს მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა და ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნურიგელის ტბაზე თევზჭერის დროებით აიკრძალვასთან დაკავშირებით განხადება გააკეთეს. ნურიგელის ტბა ლაგუნური წარმოშობისაა, რამაც, სავარუდოდ, მისი დაბინძურება განაპირობა. ტბის დაბინძურება წყლების ჩაღვრით არ არის გამოწვეული. აღინიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგების დადგენამდე მეთევზეებმა თავი უნდა შეიკავონ თევზაობისგან. ამ ეტაპზე ტბა მექანიკურად გაიწმინდა. იგეგმება სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაც. 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაზე რამდენიმე დღის წინ ციანობაქტერიის დონემ მოიმატა. საკვლევი მასალა აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.
ნურიგელის ტბა გაიწმინდა, მაგრამ თევზაობა კვლავ აკრძალულია
17/06/2016