ნუგზარ ტატალაშვილი სარეაბილიტაციო კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის

23/06/2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის. კურსი ბარძაყის კუნთის ელექტრონულ სტიმულაციასა და ფიზიკურ თერაპიას მოიცავს.
ჰოსპიტლის მედპერსონალის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცნობილი სპორტსმენი აქტიურ სპორტს მალე დაუბრუნდეს.
ქართველ ძიუდოისტს ლატერალური და მედიალური მენისკექტომია 31 მაისს ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0