ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი გიგა ბუგიანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.
გუბერნატორის მოადგილემ და სტუმრებმა მერის წარმომადგენლებს გააცნეს ის საგრანტო პროგრამები და შესაძლებლობები, რასაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები რეგიონის მასშტაბით ახორციელებენ და ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს ამ პროგრამებით სარგებლობა.
მერის წარმომადგენლები მიღებულ ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაავრცელებენ, რათა დონორი ორგანიზაციების შემოთავაზება მაქსიმალურად ბევრი მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ნუგზარ სამხარაძე ხაშურის მერის წარმომადგენლებს შეხვდა
01/02/2019