ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა საქართველო ერთი საფეხურით დააწინაურა

22/10/2016

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური საემიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გათვალისწინებით ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა საქართველო ერთი საფეხურით დააწინაურა და იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია.
19 ოქტომბერს ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან“ გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში“, რაც ნიშნავს რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება.
ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0