სოფელ დარჩიეთში 2140 მეტრი სიგრძის ახალი გზა იგება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 15%-იან თანადაფინანსებაში მონაწილეობას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება “კავკასავტომაგისტრალი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 592126 ლარია.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით გზა სოფლის ბოლომდე უნდა დაგებულიყო. მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის კორექტირება მოახდინა. სოფლის ცენტრალური გზა სოფელ ნანიანის ასფალტირებულ გზას შეუერთდება.
სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
ნოემბრის ბოლომდე დარჩიეთს ახალი გზა ექნება
02/09/2016