საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა თენგიზ შერგელაშვილმა და ეკა სეფაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ეს დღე ერთდროულად სამწუხაროც არის და სასიხარულოც, რადგან 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვისა და ქართველი ერის დიდი ერთსულოვნების შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ნოდარ ჯავახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
09/04/2016