ნოდარ ხადურმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

08/08/2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ფინანსთა მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან და სამინისტროს სხვა წარმომდგენლებთან ერთად მივიდა.

„მართალია რვა წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი სახლ-კარი და ახლობლები დაკარგეს, კიდევ ძალიან ბევრი რვა წელი ვერ გაანელებს იმ ტკივილს. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი დგას, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი საკუთარი მიწა მოვინახულოთ და ერთიანი პოლიტიკა განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ბიჭების სისხლი, რომლებიც აქ განისვენებენ და ასევე ძალიან ბევრი სხვა ადამიანის სიცოცხლე, რომელიც საკუთარ ქვეყნას შეეწირა, ტყუილად არ ჩაივლის და ჩვენ ნამდვილად დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0